ონლაინ მაღაზიის გაშვება — რა უნდა მოამზადოთ

მოკლედ: ონლაინ მაღაზიის წარმატება ტექნოლოგიაზე მეტად მომზადებაზეა დამოკიდებული — მოწესრიგებულ ასორტიმენტზე, ხარისხიან ფოტოებზე, მარტივ შეკვეთაზე და მკაფიო მიწოდების პირობებზე. ეს სია დაგეხმარებათ, ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინოთ.
1. ასორტიმენტი და კატეგორიები
დაიწყეთ პროდუქტების სიით და კატეგორიების ხით. კატეგორია უნდა ასახავდეს იმას, როგორ ეძებს მომხმარებელი (მაგ. „თმის მოვლა“, „ბრენდები“), და არა თქვენს საწყობის სტრუქტურას.
2. პროდუქტის ბარათი
უნიკალური სახელი და აღწერა, ვარიანტები (ზომა, ფერი), ფასი, მარაგი და რამდენიმე ხარისხიანი ფოტო. მწარმოებლის კოპირებული ტექსტი Google-ში სუსტად მუშაობს — დაამატეთ საკუთარი, სასარგებლო ინფორმაცია.
3. ძიება და ფილტრები
მენიუ, ძიება და ფილტრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მობილურზე, სადაც ეკრანი პატარაა და მომხმარებელი მოუთმენელი.
4. კალათა და გადახდა
შეკვეთამდე მომხმარებელმა უნდა ნახოს სრული თანხა მიწოდებით. მინიმუმამდე დაიყვანეთ ველები. ბარათით გადახდისთვის საჭიროა ბანკთან ონლაინ გადახდების ხელშეკრულება; WebStrategy აკეთებს საქართველოს ბანკის ინტეგრაციას, სხვა პროვაიდერებს — შეფასების შემდეგ. გაშვებამდე გადახდა აუცილებლად შეამოწმეთ სატესტო რეჟიმში.
5. მიწოდება
განსაზღვრეთ ზონები, ტარიფები და ვადები, ვინ აწვდის (საკუთარი კურიერი თუ კომპანია) და შეძლებს თუ არა მომხმარებელი შეკვეთის სტატუსის გაგებას.
6. დაბრუნება, კონფიდენციალურობა, წესები
გამოაქვეყნეთ დაბრუნებისა და გაცვლის პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა და მომსახურების წესები. ეს ზოგადი ჩამონათვალია და არა იურიდიული რჩევა — დოკუმენტები იურისტთან გადაამოწმეთ.
7. შეკვეთების მართვა
ვინ ამოწმებს ახალ შეკვეთას, როგორ იცვლება სტატუსი, ვინ განაახლებს მარაგს. დააყენეთ ელფოსტის შეტყობინებები თქვენთვისაც და მომხმარებლისთვისაც.
8. SEO საფუძვლები
სუფთა URL-ები კატეგორიებსა და პროდუქტებზე, უნიკალური სათაურები, სურათების alt ტექსტი, Product სტრუქტურირებული მონაცემები და სწრაფი ჩატვირთვა. იხ. ტექნიკური SEO.
9. გაშვებამდე ტესტი
- სატესტო შეკვეთა ბოლომდე, ბარათით და სხვა გზებით;
- ელფოსტის შეტყობინებები;
- მობილური ვერსია რამდენიმე ტელეფონზე;
- Analytics და Search Console;
- სარეზერვო ასლი.
როგორ გავზარდოთ გაყიდვები გაშვების შემდეგ
შეამცირეთ შეკვეთის ნაბიჯები, გააუმჯობესეთ პროდუქტის ფოტოები და აღწერები, დაამატეთ მიწოდების მკაფიო ინფორმაცია, აკონტროლეთ სად ტოვებენ მომხმარებლები კალათას და რეგულარულად განაახლეთ ასორტიმენტი.
მაგალითები: DHM Shop, Plantarea. იხილეთ ონლაინ მაღაზიის დამზადება და ფასები.

