ჩვენ შესახებ
WebStrategy — ვებ სტუდია თბილისში, რომელიც ქმნის ბიზნეს ვებგვერდებს, ონლაინ მაღაზიებსა და ვებ-სისტემებს, აკეთებს რედიზაინს, SEO-სა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
WebStrategy.ge ეკუთვნის შპს „მედია სტრატეგი პრო“-ს (ს/კ 412795532), თბილისი. ვქმნით ვებგვერდებს ქართული და უცხოური კლიენტებისთვის — იურიდიული ფირმებიდან და კლინიკებიდან ტურისტულ კომპანიებამდე, სასტუმროებამდე და ონლაინ მაღაზიებამდე. პორტფოლიოში წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი რეალური კლიენტის პროექტია.
რას ვაკეთებთ
- ბიზნეს და კორპორაციული ვებგვერდები;
- ონლაინ მაღაზიები საქართველოს ბანკის გადახდით;
- ინდივიდუალური ვებ-სისტემები და ადმინ პანელები;
- საიტის რედიზაინი SEO-ს შენარჩუნებით;
- SEO ოპტიმიზაცია და AI ძიებისთვის მომზადება;
- ტექნიკური მხარდაჭერა — შეკეთება, გადატანა, უსაფრთხოება.
როგორ ვმუშაობთ
ჯერ ვიგებთ ბიზნესის მიზანს — მოთხოვნები, გაყიდვები თუ ინფორმაცია — და მის მიხედვით ვგეგმავთ სტრუქტურას. დიზაინს ვათანხმებთ დეველოპმენტამდე, საიტს ვამოწმებთ მობილურსა და კომპიუტერზე, გაშვების შემდეგ კი ვრჩებით კონტაქტზე. ვადები, გადახდისა და საკუთრების პირობები თითოეულ პროექტზე წერილობით თანხმდება.
რას არ ვპირდებით
Google-ში პირველ ადგილს, 100/100 PageSpeed ქულას ყველა გვერდზე ან AI პასუხებში გარანტირებულ მოხვედრას — ამას ვერავინ დაპირდება პატიოსნად. ვპირდებით ტექნიკურად გამართულ საიტს, გამჭვირვალე შეთავაზებას და გაზომვად შედეგს.
გაქვთ პროექტი? მოგვიყევით ან დაგვირეკეთ: 597 23 63 60.
გამჭვირვალე პროცესი — იდეიდან გაშვებამდე
ანალიზი და დაგეგმვა
ვსწავლობთ ბიზნესს, აუდიტორიასა და კონკურენტებს, ვადგენთ სტრუქტურასა და მიზნებს.
დიზაინი
ვქმნით თანამედროვე, ბრენდზე მორგებულ დიზაინს დესკტოპისა და მობილურისთვის.
დეველოპმენტი
ვაწყობთ სწრაფ, უსაფრთხო და მართვად საიტს ადმინისტრირების პანელით.
გაშვება და მხარდაჭერა
ვამოწმებთ, ვუშვებთ და ვუზრუნველყოფთ ტექნიკურ მხარდაჭერას.
მომსახურებები, რომლებსაც ვთავაზობთ
ყველა მომსახურებავებგვერდები
კორპორაციული, საიმიჯო და ბიზნეს ვებგვერდები
ონლაინ მაღაზიები
პროდუქტების, შეკვეთებისა და გაყიდვების მართვა
ინდივიდუალური სისტემები
თქვენს საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებები
ტექნიკური მხარდაჭერა
საიტის შეკეთება, განახლება და სტაბილური მუშაობა
რედიზაინი
არსებული საიტის თანამედროვე განახლება
SEO ოპტიმიზაცია
უკეთესი ხილვადობა Google-სა და AI ძიებაში
ხშირად დასმული კითხვები
რომელი კომპანია ამზადებს ვებსაიტებს საქართველოში?
ჯობს ფრილანსერი თუ ვებ კომპანია?
რა კითხვები უნდა დავუსვა საიტის დეველოპერს?
რა უნდა ეწეროს საიტის დამზადების ხელშეკრულებაში?
როგორ ხდება პროექტის ჩაბარება?
შესაძლებელია საიტის შემდგომი განვითარება?
გსურს შენი ბიზნესისთვის
ძლიერი ვებგვერდი?
დაიწყე პროექტი ახლავე და მიიღე პროფესიონალური შესაძლებლობა, რაც შენს ბიზნესს დაეხმარება ზრდაში.
დაიწყე პროექტი