საიტის ტექნიკური მხარდაჭერა
საიტის ტექნიკური მხარდაჭერა და აღდგენა: შეცდომების დიაგნოსტიკა, PHP/MySQL ხარვეზები, ჰოსტინგზე გადატანა, SSL, სარეზერვო ასლები, უსაფრთხოება და სიჩქარე.
მოკლედ: თუ საიტი გაფუჭდა, ნელა მუშაობს ან სხვა ჰოსტინგზე გადატანა გჭირდებათ, ვაკეთებთ დიაგნოსტიკას, ვქმნით სარეზერვო ასლს, ვასწორებთ პრობლემას და ვამოწმებთ შედეგს. ვმუშაობთ PHP, MySQL, cPanel, DNS და SSL გარემოში. მხარდაჭერის მოცულობა და ღირებულება შეთანხმებით განისაზღვრება.
როგორ ვმუშაობთ ავარიულ შემთხვევაში
- დიაგნოსტიკა — ვამოწმებთ შეცდომების ჟურნალს (error log), PHP ვერსიას, მონაცემთა ბაზას, დომენის DNS-სა და SSL-ს;
- სარეზერვო ასლი — ცვლილებამდე ვინახავთ ფაილებსა და ბაზას, რომ ყველაფერი აღდგენადი იყოს;
- შესწორება — შეძლებისდაგვარად ჯერ სატესტო ასლზე (staging), შემდეგ რეალურ საიტზე;
- შემოწმება — ფორმები, გადახდები, მობილური ვერსია, ძირითადი გვერდები;
- ანგარიში — რა იყო პრობლემა და რა გაკეთდა, რომ არ განმეორდეს.
რატომ არ მუშაობს საიტი — ხშირი მიზეზები
- ჰოსტინგზე PHP-ის ვერსია განახლდა და ძველი კოდი შეცდომას აგდებს;
- მონაცემთა ბაზასთან კავშირი გაწყდა ან ბაზა დაზიანდა;
- დომენის ან SSL სერტიფიკატის ვადა ამოიწურა, DNS არასწორად არის მითითებული;
- ჰოსტინგის ადგილი ან რესურსი ამოიწურა;
- საიტი გატეხილია ან მავნე კოდი შეიცავს.
გადატანა სხვა ჰოსტინგზე ან დომენის პროვაიდერზე
ვგადაგვაქვს ფაილები და მონაცემთა ბაზა, ვამოწმებთ საიტს ახალ სერვერზე და მხოლოდ შემდეგ ვცვლით DNS-ს — ასე შეფერხების დრო მინიმალურია. დომენის გადატანისას ვინარჩუნებთ ელფოსტისა და სხვა DNS ჩანაწერებს.
უსაფრთხოება, SSL და სარეზერვო ასლები
SSL სერტიფიკატის დაყენება და ავტომატური განახლება, პაროლებისა და წვდომების გადახედვა, სისტემის განახლებები, რეგულარული სარეზერვო ასლები სერვერისგან განცალკევებით და მათი აღდგენის შემოწმება.
სიჩქარე და PageSpeed
სურათების ოპტიმიზაცია (WebP, სწორი ზომები), ქეშირება, CSS/JS-ის შემცირება, მძიმე მოთხოვნების გამოსწორება ბაზაში. ვზომავთ შედეგს PageSpeed Insights-ითა და Search Console-ის Core Web Vitals ანგარიშით. 100/100 ქულას ყველა გვერდსა და მოწყობილობაზე ვერავინ დაგპირდებათ — მიზანი რეალური მომხმარებლისთვის სწრაფი საიტია.
რეგულარული მხარდაჭერა
განახლებები, სარეზერვო ასლები, უსაფრთხოების მონიტორინგი, კონტენტის ცვლილებებში დახმარება და სწრაფი რეაგირება ხარვეზებზე. პირობები და თანხა საიტის ტექნოლოგიისა და სამუშაოს მოცულობის მიხედვით თანხმდება.
მეტი: საიტი არ მუშაობს — რა ვქნათ. საიტის დიზაინის განახლება გჭირდებათ? იხილეთ რედიზაინი. დაგვიკავშირდით და აღწერეთ პრობლემა.
ხშირად დასმული კითხვები
ვინ შემიკეთებს გაფუჭებულ საიტს?
როგორ გავასწორო PHP ან MySQL შეცდომა?
როგორ გადავიტანო საიტი სხვა ჰოსტინგზე?
როგორ გავაკეთო საიტის სარეზერვო ასლი?
როგორ დავიცვა საიტი ჰაკერული შეტევებისგან?
როგორ დავაყენო SSL სერტიფიკატი?
როგორ გავასწორო მობილურ ვერსიაში არსებული შეცდომები?
რა ღირს საიტის ყოველთვიური მომსახურება?
გსურს შენი ბიზნესისთვის
ძლიერი ვებგვერდი?
დაიწყე პროექტი ახლავე და მიიღე პროფესიონალური შესაძლებლობა, რაც შენს ბიზნესს დაეხმარება ზრდაში.
დაიწყე პროექტი