
Rehab Clinic
სარეაბილიტაციო ცენტრ „ჯანმრთელობის სახლისთვის“ (Rehab Clinic) WebStrategy-მ შექმნა მშვიდი, ადვილად აღსაქმელი ორენოვანი საიტი, რომელიც ხსნის მიმართულებებსა და მომსახურებებს, აცნობს ექიმებს და ვიზიტის დაჯავშნას თვალსაჩინოს ხდის.

პროექტის მიზანი
პაციენტს და მის ოჯახს სამი რამ აინტერესებს: რას მკურნალობს ცენტრი, ვინ უმკურნალებს და როგორ ჩაეწეროს. საიტი სამივეს უნდა პასუხობდეს ზედმეტი ტერმინოლოგიის გარეშე.
ვებგვერდის სტრუქტურა და დიზაინი
ნავიგაცია მოკლეა: მთავარი, მიმართულებები, სერვისები, ექიმები. ზედა ზოლში — ტელეფონი და სამუშაო საათები, ხოლო „დაჯავშნე ვიზიტი“ ღილაკი ყოველთვის ჩანს. ღია პალიტრა ცენტრის ლურჯით.
რეალიზებული ფუნქციონალი
- მიმართულებებისა და მომსახურებების გვერდები
- ექიმების პროფილები
- ტელეფონი და სამუშაო საათები ყველა გვერდზე
- ვიზიტის დაჯავშნის ღილაკი
- ქართული და ინგლისური ვერსიები
WebStrategy-ის სამუშაო
დავალაგეთ კლინიკის მომსახურებები და სპეციალისტების ინფორმაცია, შევქმენით შაბლონები და ავაწყვეთ ადაპტური, ორენოვანი საიტი PHP/MySQL-ზე.
გჭირდებათ მსგავსი ვებგვერდი? იხილეთ ბიზნეს ვებგვერდის დამზადება ან მოგვწერეთ პროექტის შესახებ.

